მიხეილ სააკაშვილმა 13 მაისს, თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები მოინახულა. ის ორთაჭალასა და ნაძალადევის რაიონში იმყოფებოდა და დატბორილი სახლები შემოიარა:
“ჩვენ განვახორციელეთ პროგრამა ბათუმი ბარაკების გარეშე, თბილისიც უნდა განხორციელდეს იგივე. ადამიანს არ უნდა უჩნდებოდეს სოფლიდან წამოსვლის სურვილი, მაგრამ ვინც ჩამოვიდა მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ, დავასდაქმოთ, კრედიტი ავაღებინოთ, რომ სახლები იყიდონ. მერიასთან ერთად უნდა გავაკეთოთ ეს, სხვანაირად არ გამოვა. ჩვენ უნდა აღვწეროთ ყველა ბარაკი და უნდა გავაკეთოთ პროგრამა თუნდაც რამდენიმე წელზე გაწერილი, რომ ბარაკები აღარ იყოს”, – განაცხადა პრეზიდენტმა, მან მაშველებს მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის და პირველ რიგში კერძო ბინებში მცხოვრები ადამიანების დახმარებისკენ მოუწოდა:
“პირველ რიგში კერძო ბინების მფლობელებს დავეხმაროთ, სამთავრობო უწყებების ეზოებს მერეც გავწმინდავთ, მთელი სპეცრაზმი მოვხსნათ იქ და წამოვიყვანოთ აქეთ”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა თბილისში სტიქიის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა და დაზარალებულ მოსახლეობას დღის ბოლომდე ახალ სახლებში გადაყვანას დაპირდა.
სააკაშვილი “ოლიმპიური ვარსკვლავის” შეჩერებულ მშენებლობასაც შეეხო:
“აი ეს შეჩერებული მშენებლობა “ოლიმპიური ვარსკვლავის” ან დაამთავრონ, ან ჯარიმა დავადოთ და მოვანგრიოთ ეს ყველაფერი. ხალხს თავზე დაადგეს რაღააცები. უმკაცრესი ჯარიმები აამოქმედეთ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.