ახალი ამბები

სტიქიამ რეგიონები მნიშვნელოვნად დააზარალა

13 მაისი, 2012 • 1225
სტიქიამ რეგიონები მნიშვნელოვნად დააზარალა

გუშინდელმა სტიქიამ რეგიონები მნიშვნელოვნად დააზარალა. დატბორილია სახლები, ვენახები და სახნავ–სათესი მიწები.

მცხეთა–მთიანეთის საინფორმაციო ცენტერის ცნობით, სახლები დაიტბორა და საშემოდგომო მოსავლის დიდი ნაწილი განადგურდა ბაზალეთში, ბაგაში, წითელსოფელში, ჩანადირთკარში, საშაბუროში, ლაშეში, გროგოლიანთკარსა და ჩუბინიანთკარში. რამდენიმე სახლი დატბორილია დაბა თიანეთშიც.

სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზარალა კახეთიც. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრი იუწყება, დაზიანებულია კახეთი–თბილისის დამაკავშირებელი ცენტრალური ავტომაგისტრალი, დაზიანებულია სოფლების შიდა საუბნო გზები, მოსახლეობას დაეხოცა ფრინველი, დაიტბორა ათასობით ჰექტარი ვენახი, დაზიანებულია წყლის მილებიც, რის გამოც სოფლების ნაწილს წყალი არ მიეწოდება. ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენში 200–ზე მეტი სახლი დატბორილია. მდინარე ჭერმისხევის ადიდების გამო კი გარესამყაროს მოწყვეტილია გურჯაანის რაიონის სოფელი ჭერემი.

მასალების გადაბეჭდვის წესი