“თელასის” ინფორმაციით, დაახლოებით საათნახევარში, 19.00 საათზე ელექტროენერგიის მიწოდება მთელი თბილისის მასშტაბით აღდგება.
“სტიქიის გამო გათიშული იყო სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები. ჩვენ პირველ რიგში ამ ობიექტებისთვის დენის მისაწოდებლად ვახორციელებდით სამუშაოებს, ამჟამად დენი არ მიეწოდება ვერაზე, სოლოლაკში და ნაძალადევში მცხოვრებ მოსახლეობას”, – განაცხადეს “თელასის” პრესასთან ურთიერთობის სამსახურში. მათივე ინფორმაციით, ძლიერმა წვიმამ სულ 60 ფიდერი დააზიანა:
“მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, ამჟამად 5 ავარია დარჩა აღმოსაფხვრელი”, – აცხადებენ “თელასში”.