ახალი ამბები

მარჯანიშვილის მეტროსთან ხეები ღამით მოჭრეს

11 მაისი, 2012 •
მარჯანიშვილის მეტროსთან ხეები ღამით მოჭრეს

მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ხეები წუხელ მთელი ღამის განმავლობაში იჭრებოდა.

უფლებადამცველმა დაჩი ცაგურიამ თავისი საცხოვრებელი სახლის წინ, ერთ–ერთი ხის ქვეშ საკუთარი ავტომანქანა დააყენა და შეეცადა, თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის წარმომადგენლებისთვის არ მიეცა საშუალება, რომ ხე მოეჭრათ:

“დაახლოებით ღამის 2 საათამდე ვყარაულობდი, შემდეგ წავედი, დილით რომ მოვედი, ჩემი მანქანა ისევ იქ იდგა, ზემოდან მთლიანად იყო დაფარული ტოტებით, ხე სამწუხაროდ მოჭრეს, ასე ვთქვათ, არაფრად ჩააგდეს ჩემი პროტესტი”, – ამბობს დაჩი ცაგურია.

ვარდების ბაღიდან მარჯანიშვილის მეტრომდე ხეები მთლიანად გაიჩეხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი