ჯაკარტაში, ავიაკატასტროფის ადგილზე 14 გარდაცვლილის გვამი იპოვეს, ამის შესახებ ჟურნალისტებს ინდონეზიის კრიზისული შტაბის უფროსმა განუცხადა, ინფორმაციას РИА Новости ავრცელებს.
რუსული ლაინერი Sukhoi SuperJet-100 ინდონეზიაში 9 მაისს ჩამოვარდა, ბორტზე ხუთი ქვეყნის 45 მოქალაქე იმყოფებოდა. ლაინერი 5200 ფუტის სიმაღლეზე მდებარე კლდეს შეეჯახა. დაღუპულთა ძებნა ამ დრომდე გრძელდება.
მიზეზები იმისა, თუ რამ გამოიწვია თვითმფრინავის კლდეზე შეჯახება, ჯერჯერობით უცნობია. ინდონეზიის მთავრობის განცხადებით, საქმის დეტალური გამოძიება მოხდება.