ახალი ამბები

აშშ: მოკლულია ალ-ყაიდას 13 მებრძოლი

7 სექტემბერი, 2016 •
აშშ: მოკლულია ალ-ყაიდას 13 მებრძოლი

აშშ აცხადებს, რომ ამერიკელი სამხედროების მიერ განხორციელებული სამი საჰაერო თავდასხმის შედეგად არაბეთის ნახევარკუნძულზე, იემენში 13 ალ-ყაიდას წევრია მოკლული.

ბიბისი აშშ-ის ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ 24 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე სულ 3 საჰაერო თავდასხმა განხორციელდა შაბვას გუვერნიაში, ცენტრალურ იემენში. განცხადებაში არაფერი წერია მოკლულთა ვინაობისა და თავდასხმის დეტალების შესახებ.

ალ-ყაიდა არაბეთის ნახევარკუნძულზე სამოქალაქო ომში იყო ჩართული . აშშ-ის განცხადებით, დაჯგუფება დიდ საფრთხეს წარმოადგენს როგორც რეგიონში, ასევე აშშ-სა და მის ფარგლებს გარეთ.

“აშშ არ შეწყვეტს მისიას, რათა შეამციროს, დაშალოს და გაანადგუროს ალ-ყაიდა და მისი ნარჩენები. ჩვენ მხარს ვუჭერთ ალ-ყაიდას დამარცხებას და აშშ-ის თავდასხმები იემენში კვლავ გაგარძელდება” – წერია განცხადებაში.

გავრცელებულ განცხადებაში ასევე საუბარია, რომ მიყენებული დარტყმა იყო ზეწოლა ტერორისტულ ქსელზე, რის შედეგადაც მოხდა აშშ-სა და მის მოკავშირეებზე დაგეგმილი თავდასხმის თავიდან არიდება.

იემენში კონფლიქტია ხელისუფლებასა და ხელისუფლების წინააღმდეგ ამბოხებულებს შორის. გაეროს ინფორმაციით,  იემენში 2015 წლის მარტიდან დღემდე  7000-მდე ადამიანია დაღუპული, ხოლო იძულებითაა გადაადგილებული 2,5 მილიონი იემენის მოქალაქე – წერს BBC.

მასალების გადაბეჭდვის წესი