თბილისის მერია ზაარბრიუკენისა და სანაპიროს ქუჩაზე ხეების მოჭრასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს:
“როგორც მოგეხსენებათ დედაქალაქში მიმდინარეობს მასშტაბური პროექტი ესტაკადების, გვირაბებისა და პანდუსების მშენებლობის, აქედან გამომდინარე მოხდა სამი ხის მოჭრა სანაპიროს ქუჩაზე სადაც კეთდება საფეხმავლო ხიდი დედაენის ბაღამდე.”
რაც შეეხება ზაარბრუკენის მოედანს, ქალაქ თბილისის მერიის ინფორმაციით ხეების მოჭრა კომუნიკაციების სამუშაოების მიმდინარეობის გამო მოხდა:
“ასევე აქ იყო ავარიული ხეები, რომლის შესახებაც მოსახლეობამ მოგვმართა. ავარიული ხე ნიშნავს იმას, რომ ხის ფორმაა შეცვლილი და შეიძლება საფრთხე შეუქმნას სახლს ან ადამიანებს”, – აცხადებენ მერიაში.