ახალი ამბები

სანაპიროს ქუჩაზე ცაცხვის და ჭადრის ხეები გაჩეხეს

10 მაისი, 2012 •
სანაპიროს ქუჩაზე ცაცხვის და ჭადრის ხეები გაჩეხეს

ხეების ჩეხვა სანაპიროს ქუჩაზე გუშინ საღამოს დაიწყო. არასამთავრობო ორგანიზაცია “უსაფრთხო სივრცის” თავმჯდომარის ანა გაბრიაძის განცხადებით, ხეების მოჭრის შესახებ ინფორმაცია მათ მოსახლეობისგან მიიღეს:

“ჩვენს ცხელ ხაზზე რამდენიმე ზარი შემოვიდა, მოსახლეობა აღშფოთებული იყო, ხეების ჭრა კორტების პოპირდაპირე მხარეს და მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყეს”, – აცხადებს ანა გაბრიაძე. მისივე თქმით, მოჭრილია მრავალწლოვანი ჭადრები და ცაცხვის ხეები.

ხეების ჭრის ამსახველი მასალა “ნეტგაზეთს” არასამთავრობო ორგანიზაცია “უსაფრთხო სივრცემ” მიაწოდა, მასალა ადგილობრივი მოსახლეობის მიერაა გადაღებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი