ახალი ამბები

რუსული თვითმფრინავის ნამსხვრევები კუნძულ იავაზე აღმოაჩინეს

10 მაისი, 2012 • 1002
რუსული თვითმფრინავის ნამსხვრევები კუნძულ იავაზე აღმოაჩინეს

დაკარგული რუსული თვითმფრინავის Sukhoi Superjet-100–ის ნამსხვრევები კუნძულ იავას დასავლეთით აღმოაჩინეს.

დაკარგულ თვითმფრინავს სამაშველო ჯგუფი ვერტმფრენით ეძებდა, მათ ზღვის დონიდან 1650 მეტრზე, მთა სალაკის ფერდობზე შეჯახების კვალი შენიშნეს. ეს სწორედ ის ადგილია, საიდანაც თვითმფრინავის კვალი რადარებიდან გაქრა.

სამაშველო ჯგუფის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ჯერჯერობით გადარჩენილთა კვალი არ ჩანს.

წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე 45 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, რუსეთის, იტალიის, საფრანგეთისა, ამერიკისა და ინდონეზიის მოქალაქეები, ასევე ავიაკომპანიის თანამშრომლები.

ავიაკატასტროფის მიზეზებთან დაკავშირებით დეტალური გამოძიება დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი