ახალი ამბები

მერვე მოწვევის პარლამენტის ბოლო პლენარული სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა

7 სექტემბერი, 2016 •
მერვე მოწვევის პარლამენტის ბოლო პლენარული სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა

დღეს, 7 სექტემბერს დაგეგმილი პარლამენტის პლენარული სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. რეგისტრაცია სულ 30-მა დეპიტატმა გაიარა.

იმისათვის, რომ კვორუმი შედგეს, საჭიროა, მინიმუმ 76-მა დეპიტუტატმა გაიაროს რეგისტრაცია.

კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებამდე 1 თვით ადრე საქართველოს პარლამენტი მუშაობას წყვეტს. მომდევნო ერთი თვის გამავლობაში პლენარული სხდომები არ გაიმართება, თუკი არ იქნება გადაუდებელი საჭიროება, ან არ იქნება მოწვეული რიგგარეშე სხდომა.

დღევანდელ სხდომაზე, სხვადასხვა კანონპროექტის განხილვასთან ერთად, კენჭი უნდა ეყარათ უზენაესი სასამარლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის – ნონა თოდუასა და თამარ ლალიაშვილისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი