ახალი ამბები

“ქართულმა ოცნებამ” ჩოხატაური/ლანჩხუთში თემურ ჭკუასელი სხვა კანდიდატით შეცვალა

7 სექტემბერი, 2016 •
“ქართულმა ოცნებამ” ჩოხატაური/ლანჩხუთში თემურ ჭკუასელი სხვა კანდიდატით შეცვალა

ლანჩხუთსა და ჩოხატაურში “ქართულმა ოცნებამ” მაჟორიტარობის კანდიდატი შეცვალა. თემურ ჭკუასელს ნინო წილოსანი ჩაანაცვლებს. როგორც ნეტგაზეთს ჭკუასელმა განუცხადა, ის, რომ ამ ოლქში “ოცნების” მაჟორიტარი ნინო წილოსანი იქნებოდა, თავიდანვე გადაწყვეტილი იყო, თუმცა შემდეგ პარტია აზუსტებდა გაკრვეულ ინფორმაციას, რომელიც ნინო წილოსანს შეეხებოდა.

“თავიდანვე ასე იყო გადაწყვეტილი, შემდეგ უბრალოდ ზოგიერთმა ამას ხელი შეუშალა. ანუ მე უნდა ვყოფილიყავი სიაში და ეს ქალბატონი მაჟორიტარობის კანდიდატად. ახლა უბრალოდ ყველაფერი დაბრუნდა [თავის ადგილას]. რაღაც არასწორი ინფორმაცია არსებობდა, რომლის გადამოწმებაც მოხდა და დასატურდა, რომ ეს არაზუსტი ინფორმაცია იყო. როცა არაზუსტი ინფორმაციის გამო ხდება ადამიანის დაბლოკვა, ცხადია, სასიხარულო არ არის.  მე ვიტყოდი, რომ სამართლიანობა აღდგა. ახლა მივდივარ გურიაში, რომ ის ადამიანები, ვისთანაც ვმუშაობდი, ყველა გადავრთო ნინო წილოსანის დასახმარებლად”, – განუცხადა ჭკუასელმა ნეტგაზეთს და დასძინა, რომ თვითონ “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში იქნება, რომლის პრეზენტაციაც ხვალ გაიმართება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი