ახალი ამბებისაზოგადოებასამართალი

“პასუხისმგებლობა გადაცდომაზე ეკისრება კონკრეტულ პირს” – მინისტრი დემურ სტურუას საქმეზე საუბრობს

6 სექტემბერი, 2016 • 1662
“პასუხისმგებლობა გადაცდომაზე ეკისრება კონკრეტულ პირს” – მინისტრი დემურ სტურუას საქმეზე საუბრობს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღღებრიშვილი დღეს, 6 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე დემურ სტურუას საქმეს გამოეხმაურა. მღებრიშვილის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაუშვებს არც ერთი მოქალაქის უფლებების ხელყოფას და იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცავთა მხრიდან ნებისმიერი გადაცდომის ფაქტი გმაოიკვეთება – ამას ადეკვატური რეაგირება მოჰყვება:

“პასუხისმგებლობა კონკრეტულ გადაცდომაზე ეკისრება კონკრეტულ პირს. ის, რომ ამან სისტემური ხასიათი არ მიიღოს და ტენდენციად არ იქცეს, ეს უკვე ჩვენი პასუხისმგებლობაა” – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

22 წლის დემურ სტურუამ 7 აგვისტორ სამტრედიის რაიონში, სოფელ დაფნარში თავი ჩამოიხრჩო. მან დატოვა წერილი, რომლის თანახმადაც, თავი პოლიციელ გოდერძი თევზაძის ზეწოლის გამო მოიკლა.

 სტურუას წერილში მოხსენიებულ პოლიციელს, სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპეტორ-გამომძიებელს, გოდერძი თევზაძეს ბრალი პროკურატურამ 29 აგვისტოს წაუყენა. თევზაძისთვის წაყენებული ბრალი გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას. რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 115-ე მუხლით. პროკურატურის განცხადებით, გოდერძი თევზაძე თავს არიდებს გამოძიებას და ამიტომ მას ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი