ახალი ამბები

სასამართლომ დემურ სტურუას დედის ცემაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

6 სექტემბერი, 2016 • 1585
სასამართლომ დემურ სტურუას დედის ცემაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ცემისა და მოწმეზე ზემოქმედების განხორციელების ფაქტზე ბრალდებულ დავით ნ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 3 სექტემბერს, დაახლოებით 03:00 საათზე, გარდაცვლილ დემურ სტურუას დედასთან, ნონა ჯოჯუასთან მისსავე საცხოვრებელ სახლში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დავით ნ. მივიდა და დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ჩვენების შეცვლის მიზნით მასზე განახორციელა იძულება ფიზიკური ძალადობით. დავით ნაცვლიშვილმა ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნონა ჯოჯუას შვილს – დავით სტურუას.

დავით ნ.-ს პროკურატურამ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა) და 372-ე მუხლის მე-3 ნაწილით (მოწმეზე ზემოქმედების განხორციელება) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე გრძელდება გამოძიება.

მასალების გადაბეჭდვის წესი