საქართველოში დაბადებულ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეებს ქართულ პოლიტიკაში ჩართვის შესაძლებლობა მხოლოდ სამი წლის მანძილზე ექნებათ.
ნორმა, რომლის მიხედვით, საქართველოში დაბადებულ და აქ ათის წლის მანძილზე მცხოვრებ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეს არჩევნებში კენჭისყრის უფლება ეძლევა, საქართველოს კონსტიტუციაში გარდამავალ დებულებად ჩაიწერება.
აღნიშნული ინიციატივა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილს ეკუთვნის, რომელიც დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე გაახმიანა.





