ახალი ამბები

შსს: ყიფშიძის ქუჩაზე ავტოსახელოსნოს თანამშრომლის მკვლელობაში ბრალდებული დავაკავეთ

5 სექტემბერი, 2016 • 1322
შსს: ყიფშიძის ქუჩაზე ავტოსახელოსნოს თანამშრომლის მკვლელობაში ბრალდებული დავაკავეთ

შსს-ს ცნობით, ყიფშიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით ავტოსახელოსნოს თანამშრომლის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს.

გამოZიების ცნობით, დაკავებული კ. ი. 1991 წელსაა დაბადებული, იგი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიების იფნრომაციით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 2016 წლის 5 სექტემბერს თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე ავტოსახელოსნოს თანამშრომელს, 1971 წელს დაბადებულ რ.მ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პოლიციის ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, ზესტაფონში დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით).

მასალების გადაბეჭდვის წესი