აზერბაიჯანის ჩრდილო- დასავლეთით, ზაქათალას რაიონში დღეს, 7 მაისს, დილით ძლიერი მიწისსძვრა მოხდა. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მიწისძვრის ეპიცენტრი ზაქათალადან 17 კილომეტრში დაფიქსირდა, სადაც ბიძგებმა 5,5 მაგნიტუდა შეადგინა,”- ავრცელებს ინფორმაციას აზერბაიჯანის მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის სეისმოლოგიური ცენტრის პრეს-მდივანი, ვიუსლია ჰუსეინოვა.    

მისიწქვეშა ბიძგები აზერბაიჯანის სხვა რაიონებშიც იგრძნობოდა. 

ჰუსეინოვას თქმით, ინფორმაცია დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.

“გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ძველ საცხოვრებელ და ადმინისტრაციულ  შენობებში კედლებს ბზარები გაუჩნდა, თუმცა მიმდინარეობს მიწისძვრის შედეგების გადამოწმება,”- ამბობს ჰუსეინოვა. 

როგორც “კავკაზსკი უზელის” კორესპონდენტი იუწყება, ადგილობრივი წყაროების ცნობით, მიწისძვრის შედეგად ზაქათალაში დანგრეულია რამდენიმე შენობა, მოსახლეობა პანიკაში და მიწისქვეშა ბიძგების განმეორების მოლოდინშია.  

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *