თბილისის ზოგიერთ სკოლაში სასწავლო პროცესი დღევანდელი მისწისძვრის გამო ჩაიშალა.
თბილისის 63 -ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ნეტგაზეთთან საუბარში ამბობენ, რომ მიწისძვრის გამო ყველა კლასის დამრიგებლებმა მოსწავლეები დღეს სკოლიდან დაითხოვა.
“დღევანდელი მიწისძვრის მიუხედავად, სკოლაში მაინც მივედით, მაგრამ დამრიგებელმა გამოგვიშვა ყველა,” – ამბობენ 63-ე სჯარო სკოლის მოსწავლეები.
დღეს, 7 მაისს, საქართველოში 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ილიას უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყაროს აღმოსავლეთი, სოფელი ზემო ქედი იყო.
მიწისძვრის სიმძლავრემ 5.8 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრა 8.40 საათზე დაფიქსირდა.
ჯერჯერობით ცნობილი არ არის, მოყვა თუ არა მიძისძვრას ნგრევა.





