ახალი ამბები

ივანიშვილი: პატრიოტთა ალიანსი ერთადერთი პარტიაა, ვინც ენმ-ის სწორად წარმოჩენას ცდილობს

5 სექტემბერი, 2016 • 1628
ივანიშვილი: პატრიოტთა ალიანსი ერთადერთი პარტიაა, ვინც ენმ-ის სწორად წარმოჩენას ცდილობს

კოალიცია “ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ “პატრიოტთა ალიანსის” პროგრამა კარგად ვერ გაიგო. ამ პარტიის შესახებ ივანიშილმა ჯი-დი-ესის ეთერით ისაუბრა:

“რაც შეეხება პატრიოტთა ალიანსს, მართალი გითხრათ, მაგათი პლატფორმა გამოკვეთით ვერ გავიგე, რა უნდათ. მე კიდევ მივადევნებ თვალყურს და ალბათ მოგვიანებით უფრო გავაკეთებ ღრმა დახასიათებას. ტრადიციები და ქართული კულტურა ყველას გვიყვარს და ყველას მოგვწონს, თუმცა გადაჭარბებული და უტრირებული არაფერი ვარგა. ჩამოაყალიბონ უფრო მკვეთრად საკუთარი პლატფორმა: რა სურთ მათ”, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა: “პოზიტივიც შემიძლია ვთქვა, ერთადერთი პარტიაა [პატრიოტთა ალიანსი] რეალურად, ვინც ნაციონალური მოძრაობის სწორად წარმოჩენას ცდილობს”.

განიხილავთ თუ არა მათ “ქართული ოცნების” პარტნიორებად? – ამ კითხვას ივანიშვილმა ასე უპასუხა:

“მე ასე ვიტყოდი: მთავრობის ჩამოსაყალიბებლად “ქართულ ოცნებას” პარტნიორი არ დასჭირდება, ისინი მოვლენ საშუალოდ 100 ხმით, 90-ზე ნაკლებს მე ვერ ვხედავ და ზოგადად პარტიამ უნდა ითანამშრომლოს ყველასთან, ვინც შევა პარლამენტში. თემტურად ყველასთან უნდა ითანამშრომლოს”, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ იმ ყველაში, ვისთან თანამშრომლობაც თემატურად შეიძლება, ენმ-საც გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი