კოალიცია “ქართული ოცნების” წევრი, პარტია “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია სწორედ მის ჩასვლას უკავშირებს ზუგდიდში პროკურატურის წინ ნაღმის აღმოჩენის ფაქტს.
“დღესაც დაამთხვიეს ეს კონკრეტულად ჩემი ჩამოსვლის დღეს. მაგრამ თქვენ ნახეთ, რომ ვერცერთი ბომბი, რომელიც დაიდება და აღმოჩენილი იქნება, ვერ შეაჩერებს თავისუფლებისკენ სწრაფვას”, – აღნიშნავს ალასანია.
მისივე შეფასებით, ამ შემთხვევაშიც საქმე ეხება იმ ფაქტს, როდესაც საჯარო მოხელეები ძველად დებდნენ ნაღმს და შემდეგ პოულობდნენ ამ ნაღმებს და აბრალებდნენ სხვადასხვა ადამიანს.
“მე ჯერ ვერანაირ კომენტარს პირადად ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ არ ვიცი საქმის მასალები. მე შემიძლია მხოლოდ ვთქვა, რომ ეს არის გამოცდილება, რაც აქვს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელს ბატონ ახალაიას, ის გამოცდილება, რაც არსებობს სამეგრელოში და საქართველოს სხვა რეგიონებში, რითიც ის ხელმძღვანელობს”, – აღნიშნავს ირაკლი ალასანია.








