ახალი ამბები

ივანიშვილის თქმით, “თავისუფალი დემოკრატები ერთ კაცზე მორგებული გუნდია”

5 სექტემბერი, 2016 • 1047
ივანიშვილის თქმით, “თავისუფალი დემოკრატები ერთ კაცზე მორგებული გუნდია”

“ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, თავისუფალი დემოკრატები “ერთ კაცზე მორგებული გუნდია”, რომელიც ლიდერის დინებას მიჰყვება”. ამის შესახებ ივანიშილმა GDS-ის ეთერით განაცხადა.

“ალასანიას რიტორიკა ძალიან ხშირად თანხვედრაში მოდის ბოკერიასთან. იგივე რუსთავი 2-იდან, რომ ეს არის თავისუფალი მედიის ბოლო პლაცდარმი საქართველოში”, – განაცხადა ივანიშვილმა და ირაკლი ალასანია “კაბელების საქმესთან” დაკავშირებით ტყუილების ტირაჟირებაში დაადანაშაულა.

“გუნდის სხა დანარჩენი წევრები ერთ კაცზე მორგებულნი არიან და ცდილობენ, რომ როგორმე ალასანიას არ უღალატონ. ასეთი გუნდი უფრო დიდი და უფრო ძლიერი, აგერ გვყავს ცხვირწინ და 9 წლის განმავლობაში ვუყურებდით. ერთ კაცზე მორგებული გუნდი იყო და ამ გუნდზე ამუშავებდნენ სახელმწიფოს. ალასანიასაც, ამ გუნდის წევრებსაც და სხვა დანარჩენ პოლიტიკოსებსაც მივანიშნებდი, რომ ასეთი პოლიტიკა და ასეთი პოლიტიკური პარტია სახელმწიფოს არ სჭირდება მართვისთვის. გუნდი, რომელიც [ხელისუფლებაში მოვა], მისთვის ახლობელი უნდა იყოს მთელი საქართველოს მოსახლეობა და არა პატარა ჯგუფი. ის, რომ ალასანიას გაუჭირდა და მთელი გუნდი აკერო მას, ეს ჩვენ უკვე ვნახეთ, აგერ ცხვირწინ გვაქვს ყველაფერი. ასე არ გამოვა. ასეთ გუნდს საზოგადოებამ ხმა არ უნდა მისცეს”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი