ახალი ამბებისამართალი

ადვოკატის თქმით, ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებულს ფიზიკური დაზიანებები აქვს

4 სექტემბერი, 2016 •
ადვოკატის თქმით, ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებულს ფიზიკური დაზიანებები აქვს

ადვოკატ ლევან პატარქალიშვილის განცხადებით, ბადრი ნათობაძეს, რომელსაც გუშინ ღამით სისხლის სამართლის კოდექსის 109–ე მუხლით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) წაუყენეს ბრალი, ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება.

“მე რომ შევხვდი წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალდებულს, მას ხელზე და სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები. მე მას გავესაუბრე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მან განმარტა, რომ მიიღო დაზიანებები დაკავების შემდეგ”, – განაცხადა ადვოკატმა რუსთავი 2–თან საუბარში.

ბადრი ნათენაძეს სამართალდამცავები სოსო ჯოხაძის მკვლელობას ედავებიან. ჯოხაძე 2 სექტემბერს თბილისში, ვაკეში მანქანაში ჩაცხრილეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი