ახალი ამბები

ობამას ვიზიტი ჩინეთში და ინციდენტები დახვედრის დროს

4 სექტემბერი, 2016 • 1462
ობამას ვიზიტი ჩინეთში და ინციდენტები დახვედრის დროს

აშშ–ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ჩინეთში დიდი ოცეულის სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა, თუმცა, მსოფლიოს სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, მის თვითმფრინავს ტრაპი არ დაახვედრეს და არც წითელი ხალიჩა დაუფენიათ სათადარიგო კიბეზე, რომლითაც მან თვითმფრინავი დატოვა. ინფორმაციას ამის თაობაზე ასოშეიტედ პრესი ავრცელებს.

ამის შემდეგ დაძაბულობა შექმნა ჩინურმა მხარემ, როდესაც მოითხოვეს, ობამას თანმხლები ჟურნალისტებისთვის აეკრძალათ მასთან მიახლოება, რაც ამერიკული მხარისთვის მიუღებელი იყო. ასოშეიტედ პრესის ცნობით, როცა ეს ფაქტი გააპროტესტა აშშ–ის დელეგაციის წარმომადგენელმა, ჩინელმა კოლგემა მიუგო: “ეს ჩვენი ქვეყანაა! ეს ჩვენი აეროპორტია!”

ამას გარდა, ჩინური მხარე შეეცადა ობამასგან ჩამოეცილებინათ მისი მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში სუზან რაისი.

ამ საკითხების კომენტირებისას ობამამ განაცხადა, რომ არ ღირს ამაზე დიდი მნიშვნელობის მინიჭება. შეგახსენებთ, რომ ჩინეთში დიდი ოცეულის ეკონომიკური სამიტი მიმდინარეობს, რომელსაც ესწრება რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც, რომელიც უკვე შეხვდა ბრიტანეთის ახალ პრემიერს ტერეზა მეის, რის შემდეგაც პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ გაერთიანებულ სამეფოსთან რუსეთის ურთიერთობა გაცილებით მაღალ დონეზე ავა.

ობამა G20–ის სამიტზე ჩინეთში. სექტემბერი, 2016. ფოტო: EPA/WANG ZHAO

ობამა G20–ის სამიტზე ჩინეთში. სექტემბერი, 2016. ფოტო: EPA/WANG ZHAO

მასალების გადაბეჭდვის წესი