ახალი ამბები

მცხეთის საკრებულოს წევრების ნაწილი დიმიტრი ხუნდაძეს ცეზარ ჩოჩელის სასარგებლოდ გაემიჯნა

3 სექტემბერი, 2016 • 1549
მცხეთის საკრებულოს წევრების ნაწილი დიმიტრი ხუნდაძეს ცეზარ ჩოჩელის სასარგებლოდ გაემიჯნა

დღეს, 3 სექტემბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების ნაწილი მცხეთის მაჟორიტარობის კანდადატს – დიმიტრი ხუნდაძეს გაემიჯნა.

მცხეთის საკრებულოს წევრმა გურამ ანსიანმა განაცხადა, რომ იგი და მისი თანამოაზრეები ემიჯნებიან დიმიტრი ხუნდაძეს, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატია, თუმცა კვლავ უჭერენ მხრს ქართულ ოცნებას.

“მიზეზი, რამაც გადაგვაწყვეტინა გაერთიანება ცეზარ ჩოჩელის გარშემო, არის მხოლოდ მისი წარსული საქმიანობა მცხეთის რაიონში და უპირატესი ხედვები მის მომავალზე. აქ მდგომნი ნდობას ვუცხადებთ დამოუკიდებელ კანდიდატ ცეზარ ჩოჩელს, როგორც სიტყვისა და საქმის ადამიანს. გავრცელებული აზრი, თითქოს ჩვენ ვემიჯნებით ქართულ ოცნებას, არ შეესაბამება სიმართლეს. ვემიჯნებით არა ქართულ ოცნებას, არამედ კანდიდატ დიმიტრი ხუნდაძეს. ვინაიდან მიგვაჩნია, რომ მან დესტრუქციული როლი ითამაშა თვითმმართველობის საქმიანობაში”, – განაცხადა ანსიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი