ახალი ამბები

“მე ვარ თბილისი” – საპროტესტო აქცია თბილისის მერიასთან [ფოტო]

2 სექტემბერი, 2016 • 2046
“მე ვარ თბილისი” – საპროტესტო აქცია თბილისის მერიასთან [ფოტო]

თბილისის მერიასთან მიმდინარეობს საპროტესტო აქცია სახელწოდებით “მე ვარ თბილისი”, სადაც მოქალაქეები ხეების ჭრას აპროტესტებენ.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეები ითხოვენ თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის გადადგომას. აქციაზე ასევე გროვდება ხელმოწერები მათი გადაყენების მოთხოვნით.

პარტიზანმა მებაღეებმა თბილისის მერიასთან პერმანენტული აქციები 17 აგვისტოს დაიწყეს, მას შემდეგ, რაც ყაზბეგის 24 ნომერში ხეები გაჩეხეს.

დღევანდელ საპროტესტო აქციაზე ასევე გაიმართა აუქციონი, სადაც გაიყიდა პარტიზანი მებაღეების მიერ შესრულებული სხვადასხვა ნახატი. აქციის ორგანოზატორების განცხადებით, შემოსული თანხა თბილისში ხეების დარგვას მოხმარდება.

საპროტესტო აქცია თბილისის მერიასთან ხეების ჭრის წინააღმდეგ. ფოტო: ნეტგაზეთი/მიშა მეფარიშვილი. 02.09.2016

მასალების გადაბეჭდვის წესი