ახალი ამბები

ანა დოლიძე პარლამენტს მოუწოდებს, დანიშნოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები

2 სექტემბერი, 2016 • 1232
ანა დოლიძე პარლამენტს მოუწოდებს, დანიშნოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე პარლამენტს მოუწოდებს, რომ დანიშნოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები.

10 ივნისს საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო პრეზიდენტის მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამივე კანდიდატურა: ანა დოლიძე, ნონა თოდუა და თამარ ლალიაშვილი. გია ვოლსკიმ ეს პრეზიდენტსა და უმრავლესობას შორის კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციების არარსებობით ახსნა. პრეზიდენტმა ანა დოლიძე საპარლამენტო მდივნად დანიშნა, დანარჩენი ორი კანდიდატი კი პარლამენტს კიდევ ერთხელ წარუდგინა.

“სამწუხაროა, რომ ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ ვართ მოწმენი საქართველოს პარლამენტის ზერელე და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებისა თავისი უმნიშვნელოვანესი ფუნქციის შესრულებისადმი, რომ უზრუნველყოს მართლმსაჯულების უფლება და დროულად დანიშნოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პირველ რიგში ამ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებისგან დაზარალებული არის საქართველოს მოსახლეობა, რომელსაც ეზღუდება ეფექტური მართლმსაჯულების  უფლება,”- განაცხადა ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი