ახალი ამბები

კონტროლის პალატის პასუხი სახალხო დამცველს

2 მაისი, 2012 •
კონტროლის პალატის პასუხი სახალხო დამცველს

კონტროლის პალატა საქართველოს სახალხო დამცველის წერილს ეხმაურება.

სახალხო დამცველის განცხადებაზე საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილის, თინა ბოკუჩავას ვიდეოკომენტარი ამავე უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა.

“კონტროლის პალატა მოქმედებდა და გააგრძელებს საქმიანობას პოლიტიკურ კორუფციასთან მიმართებაში კანონმდებლობით განსაზღვრულ ჩარჩოებში,” – აცხადებს თინა ბოკუჩავა, – “ პალატა აქტიურად თანამშრომლობს სამოქალაქო სექტორთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან, რათა კიდევ უფრო დაიხვეწოს ჩვენი საქმიანობის პროცედურები და აისახოს შესაბამისი მეთოდოლოგიის დოკუმენტში. აქვე აღვნიშნოთ, რომ პოლიტიკური პარტიების მონიტორინგის სამსახური ახალი შექმნილია და მეტად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ მისი საქმიანობის დახვეწა მომავალში კონსტრუქციულ გარემოში მიმდინარეობდეს”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

საქართველოს სახალხო დამცველმა „პოლიტიკური სუბიექტების მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგების გზით დაფინანსების ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას ახსნა–განმარტებების მიცემის მიზნით“ მოქალაქეებისთვის ახსნა–განმარტებების ჩამორთმევისას აღმოჩენილ დარღვევებთან დაკავშირებით კონტროლის პალატის თავმჯდომარეს, ლევან ბეჟაშვილს ოფიციალური წერილი გუშინ გაუგზავნა.

ამავე თემაზე:

სახალხო დამცველის რეკომენდაციები კონტროლის პალატას


მასალების გადაბეჭდვის წესი