ახალი ამბები

დღეს ქუთაისობა აღინიშნება

2 მაისი, 2012 •
დღეს ქუთაისობა აღინიშნება

დღეს, 2 მაისს ქუთაისში ტრადიციული “ქუთაისქალაქობა” აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით ქალაქში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.

დილით ბაგრატის ტაძრიდან ქუთაისი ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ დალოცა, ზარები დარეკეს ქალაქის ყველა მოქმედ ეკლესიაში.

ამ წუთებში სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს [საჩვენებელი პროგრამები ფარიკაობაში, კრივში, ქართულ საბრძოლო ხელოვნებაში] ქალაქის ცენტრალური ბაღში. ქალაქის დღესასწაულთან დაკავშირებით იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტიდან საზეიმო ღონისძიებები იმართება მუხრანის ტყე-პარკში.

13:30 საათზე დაიწყება სახალხო კარნავალი და მსვლელობა ქალაქის ცენტრში, ასევე, ყვავილების გამოფენა-გაყიდვა
მონ პლეზირის თაღთან.

დღესვე ქუთაისის სხვადასხვა მოქმედ გალერეაში გაიმართება გამოფენები. 16:00 საათზე კი გაიხსნება რეაბილიტირებული ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრი. ქუთაისქალაქობის საზეიმო აღნიშვნა დასრულდება კონცერტით ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით, მათ შორის იქნება ნინო ქათამაძე. კონცერტის შემდეგ, 23:00 საათზე მოეწყობა ფოიერვერკი.

ქუთაისში საზეიმო ღონისძიებებს დაესწრება საქართველოს პრეზიდენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი