სამსუნგი მსოფლიოს მასშტაბით Galaxy Note 7-ის სმარტფონების გაყიდვას აჩერებს. CNN-ის ინფორმაციით, ამის მიზეზია ის გარემოება, რომ სმარტფონს დატენვის დროს ცეცხლი ეკიდება.
Note 7 სამსუნგმა მომხმარებლებს ერთი თვის წინ წარუდგინა.
“სამსუნგმა განაცხადა, რომ პრობლემა აღმოჩენილია ტელეფონის ბატარეაში და გაყიდვებს აჩერებს. ის Note 7-ს ახალი პროდუქტით ჩაანაცვლებს”, – წერს CNN.
სამხრეთ კორეული საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ის ინფორმაციით, მსოფლიოს მასშტაბით ხუთმა ადამიანმა განაცხადა, რომ სმარტფონს ცეცხლი მოეკიდა და “აფეთქდა”, ხოლო სამსუნგი 35 შემთხვევას ასახელებს.