ახალი ამბები

თბილისის მერიასთან გიორგიწმინდაში კანალიზაციის სისტემის არარსებობა გააპროტესტეს

2 სექტემბერი, 2016 • 3720
თბილისის მერიასთან გიორგიწმინდაში კანალიზაციის სისტემის არარსებობა გააპროტესტეს

2 სექტემბერს “თავისუფალი დემოკრატების“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა ამირან გიგუაშვილმა თბილისის მერიის წინ გლდანის რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში კანალიზაციის სისტემის არარსებობის გასაპროტესტებლად აქცია გამართა.

ამირან გიგუაშვილის განცხადებით,  გლდანის რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში, სადაც დაახლოებით 3000 ოჯახი ცხოვრობს, არ არის კანალიზაციის სისტემა.

აქციის სახელწოდება იყო “ჩეჩმა თბილისის მერიასთან”. აქციის მონაწილეებმა პლასტიკატისგან დამზადებული ჩეჩმის იმიტირებული ვერსია მიუტანა თბილისის მერს.

აქცია თბილისის მერიასთან. მარიამ ბოგვერაძის ფოტო. 02.09.2016

აქცია თბილისის მერიასთან. მარიამ ბოგვერაძის ფოტო. 02.09.2016

“სამარცხვინოა, რომ 21 საუკუნეში თბილისში არის რაიონი, სადაც მოსახლეობას კანალიზაცია არ აქვს. ხელისუფლება გველაპარაკება, რომ მომავალი არჩევნებიდან დაიწყებენ ქვეყნის აყვავებას, განახორციელებენ გრანდიოზულ პროექტებს მაშინ, როდესაც ოთხი წლის მანძილზე კანალიზაციის პრობლემა ვერ გადაწყვიტეს,“ -განაცხადა ამირან გიგუაშვილმა

მასალების გადაბეჭდვის წესი