ახალი ამბები

მერიის განმარტება ტაბიძის ქუჩაზე მოჭრილ ხესთან დაკავშირებით

2 სექტემბერი, 2016 • 1495
მერიის განმარტება ტაბიძის ქუჩაზე მოჭრილ ხესთან დაკავშირებით

თბილისის მერიის ცნობით, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე დღეს, 2 სექტემბრის ღამეს ხე ადგილობრივი მოსახლეობის გამოძახების საფუძვლეზე 112-მა მოჭრა, რადგან ქარის გამო აღნიშნული ხე გადააიქცა.

” სპეცილიასტები ამას ეძახიან ქარქცევად ხეს. გარეგნულად თქვენ რომ ამ ფოტოს დააკვირდეთ, მწვანე ფოთლები კი აქვს და მწვანეა, მაგრამ გადაჭრილ მორებს თუ ნახავთ, მთლიანად ფუღუროა და 112-მა იმიტომ, რომ საშიში, საფრთხის შემცვლელი და ამორტიზებული იყო, მოსახლეობის  გამოძახების საფუძველზე მოჭრა წუხელ ხე”,- აცხადებენ მერიის პრესსამსახურში.

თბილისში ხეების ჭრაზე მერის დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით მორატორიუმია გამოცხადებული.  თუმცა მორატორიუმი ხეების ფორმირებაზე, დაავადებული და ავარიული ხეების მოჭრაზე არ გავრცელდება. ხეების ჭრა , რამაც გარემოსდამცველთა  პროტესტი გამოიწვია, 17 აგვისტოს ყაზბეგის ქუჩაზე დაიწყო. მოძრაობა “პარტიზანული მებაღეობის” წევრები და თბილისის საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, აცხადებენ, რომ საბურთალოზე საღი ხეები მოჭრეს. ხეების მოჭრაზე გაცემული ნებართვის გამო“პარტიზანული მებაღეობის” წევრები და თბილისის საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი თბილისის მერიის გამწვანების სამსახურის უფროსის, ნინო სულხანიშვილის და მისი მოადგილის გადადგომას და აღნიშნული სამსახურის რეფორმირებას ითხოვენ.

დღეს, 2 სექტემბერს 18:00 საათზე მერიასთან აღნიშნული მოთხოვნებით “პარტიზანი მებაღეები”აქციას მართავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი