ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ახალგორის ქართულ სკოლას ერთადერთი პირველკლასელი ეყოლება

2 სექტემბერი, 2016 • 3653
ახალგორის ქართულ სკოლას ერთადერთი პირველკლასელი ეყოლება

ახალგორის რაიონში, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცხინვალი აკონტროლებს,  სკოლებში სწავლება დღეს, 1 სექტემბერს დაიწყო.

დაბა ახალგორის ერთადერთ ქართულ საჯარო სკოლაში ერთადერთი პირველკლასელი მოსწავლე ირიცხება. რუსულმა საჯარო სკოლამ კი 10 პირველკლასელი მიიღო. რუსულ სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობას ახალგორში მცხოვრები რუსი სამხედროების ოჯახებიც განსაზღვრავენ.

დაბა ახალგორის გარდა, სკოლები სოფლებში – იკოთში [24 მოსწავლე], კორინთაში [6 მოსწავლე], ბოლში [10 მოსწავლე], ახმაჯში [6 მოსწავლე], ბალაანში [6 მოსწავლე], ზაყორში [14], წინაგარასა [58] და ორჭოსანშია [15]. აქედან 6 ქართული სკოლაა, დანარჩენი 4 – რუსული. დღეისათვის დაბის რუსულ სკოლაში, ოფიციალური ინფორმაციით, 60 მოსწავლე, ხოლო ქართულში  58 მოსწავლე ირიცხება.

დღეს, 1 სექტემბერს დაბა ახალგორის რუსულ სკოლაში საზეიმო ღონისძიება დილით დაიწყო. დაბის ორივე- ქართული და რუსული- სკოლები ერთ შენობაშია, მაგრამ სასკოლო ზეიმებს ყოველთვის ცალ-ცალკე აღნიშნავენ. მოსწავლეებს მისასალმებელი სიტყვით რაიონული ადმინისტაცის უფროსმა ალექსეი ბოსიკოვმა, ვიცეპრემიერმა ალან ტეხოვმა და განათლების რაიონული განყოფილების გამგე ქეთევან ხაჩიროვამ მიმართეს. მოსწავლეებმა იმღერეს და ბესლანის ტრაგედიის თემაზე ლექსებიც წაიკითხეს. წელს პოლიტიკურმა პარტიამ ”ერთიანი ოსეთი” პირველკლასელებს საჩუქრები – ჩანთები და სხვა სასკოლო ნივთები დაურიგა.

ღონისძიებაზე წესრიგს ადგილობრივი მილიციის და უშიშროების კომიტეტის თანამშრომლები იცავდნენ.

რუსეთის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ახალგორში 132 მოსწავლეზე გათვლილი რუსული სკოლა შენდება. სკოლა ექსპლუატაციაში 2017 წლის სექტემბრისთვის შევა.

ახალი სასწავლო წლის დაწყება ახალგორის სკოლაში; 1 სექტემბერი, 2016; ფოტო: თამარ მეარაყიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი