30 აპრილს საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, დღეს 51 სამხედროს სახელმწიფო ჯილდო, 800-ს კი უწყებრივი მედალი გადაეცა.
სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული ძალების დანაყოფებში პროფესიულ დღესთან დაკავშირებით ღია კარის დღეები გაიმართა, ქართველმა სამხედროებმა საკუთარ ოჯახის წევრებს უმანსპინძლეს და მათი სამუშაო გარემო გააცნეს.
პროფესიულ დღესასწაულს ქართველი სამხედრო მოსამსახურეები წელს 21-ედ აღნიშნავენ.





