26-27 მაისს კოალიცია „ქართული ოცნება“ აქციის გამართვას აპირებს. კოალიციის ცნობით, შესაბამისი განცხადებით მათ უკვე მიმართეს ბ. პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონისა და მ. მესხის სახელობის სტადიონის ადმინისტრაციებსა და ქ.თბილისის მერიას.
კოალიციაში აცხადებენ, რომ ისინი იწყებენ საარჩევნო კამპანიას და, შესაბამისად, 26-27 მაისს გამართავენ ხალხმრავალ აქციას.
“ქართული ოცნების” განცხადებაში ნათქვამია, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ღონისძიების ადგილისა და დროის თაობაზე ისინი უახლოეს დღეებში აცნობებენ საზოგადოებას.