ახალი ამბები

საკონსტიტუციო სასამართლოში უგულავას და “კაბელების” საქმეების განხილვა დღეს განახლდება

1 სექტემბერი, 2016 • 947
საკონსტიტუციო სასამართლოში უგულავას და “კაბელების” საქმეების განხილვა დღეს განახლდება

1 სექტემბერს, 15:00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლოში განახლდება გიგი უგულავასა და “კაბელების საქმეზე” მსჯავრდებულების გაერთიანებული სარჩელების განხილვა.

ეს საქმეები მოსამართლე მერაბ ტურავას მოთხვნის საფუძველზე პლენუმს გადაეცა განსახილველად.

დღევანდელ სხდომაზე შესაძლოა დადგეს მოსამართლე ლალი ფაფიაშვილის თვითაცილების საკითხი. როგორც მან 30 აგვისტოს განაცხადა, გახმაურებულ საქმეებზე თვითაცილებას მოითხოვს. გარდა ამისა, პარლამენტი ითხოვს “კაბელების საქმიდან” მოსამართლე ქეთევან ერემაძის აცილებას. სავარაუდოდ, ერემაძის აცილების შუამდგომლობას პარლამენტი დღეს დააყენებს.

სასამართლოში უგულავას წარმომადგენელი, ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ ამ საქმებზე სხდომა ჯერ კიდევ 2 აგვისტოს უნდა გამართულიყო და მოსმაართლეების: ფაფიაშვილის, სიჭინავას, ტურავას და თავაძის გამო პროცესები გაიწელა. “კაბელების საქმეზე” მსჯავრდებულების ადვოკატი, ლევან სამუშია კი აცხადებს, რომ იმედი აქვს, საკონსტიტუციო სასამართლო რეპუტაციას გაუფრთხილდება და კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედებს.

 N740 (მოსარჩელე – გიორგი უგულავა; მოპასუხე – საქართველოს პარლამენტი; დავის საგანი- სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 182-ე, 194-ე, 226-ე, 333-ე, 362-ე მუხლები; სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი, მე-17 მუხლის პირველი, 166-ე მუხლი, 169-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები, 219-ე მუხლის მე-6 ნაწილი, 259-ე მუხლი)და N764 (მოსარჩელე – ნუგზარ კაიშაური, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე, არჩილ ალავიძე; მოპასუხე – საქართველოს პარლამენტი; დავის საგანი – სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლი)კონსტიტუციური სარჩელების არსებითი განხილვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი