Associated Press–ის ინფორმაციით, დაღუპულია 9 ადამიანი, მათ შორის ერთი 6 წლის ბავშვი.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლის ხოსე ლუის ჰერმანის განცხადებით, 32–დან 23 პროვინცია დატბორვის საფრთხის ქვეშაა.
2010 წლის მიწისძვრის შემდეგ ჰაიტიში 500 000 ადამიანი უსახლკაროდაა დარჩენილი, მათ რიცხვს კიდევ უამრავი ადამიანი მიემატა, რადგან საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელის ცნობით, მდინარის ადიდების გამო 3 000–მდე სახლი დაიტბორა.
დატბორილია ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე პროვინციები, ასევე, რამდენიმე ქალაქი ცენტრალურ და სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში.
წვიმის გაგრძელებას კვირის ბოლომდე ვარაუდობენ.