ახალი ამბები

საქართველო-პოლონეთის თანამშრომლობის გეგმა უსაფრთხოების სფეროში

26 აპრილი, 2012 •
საქართველო-პოლონეთის თანამშრომლობის გეგმა უსაფრთხოების სფეროში

დღეს თბილისში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და  პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიუროს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გეგმის ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.

პოლონეთის უშიშროების საბჭოს ბიუროს დელეგაცია, რომელსაც ბიუროს ხელმძღვანელი სტანისლავ კოჟეი ხელმძღვანელობს, უკვე საქართველოშია.

ხელმოსაწერი დოკუმენტი ითვალისწინებს საქართველოსა და პოლონეთის შესაბამისი უწყებების თანამშრომლობას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით და მათ მონაწილეობას ერთობლივ ღონისძიებებში.

ხელმოწერის ცერემონიალის შემდეგ გიგა ბოკერია და სტანისლავ კოჟეი პრესის წარმომადგენლებისთვის ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.

პოლონეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში იგეგმება მათი შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან ნიკოლოზ ვაშაკიძესთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი