ახალი ამბები

რესტორანი, სადაც 200-მდე ადამიანი მოიწამლა, დააჯარიმეს და დროებით დახურეს

30 აგვისტო, 2016 • 1878
რესტორანი, სადაც 200-მდე ადამიანი მოიწამლა, დააჯარიმეს და დროებით დახურეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მარნეულში ჯგუფური მოწამლის ფაქტზე ბიზნესოპარატორს საწარმოო პროცესი შეუჩერეს. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში ქორწილში 200-მდე ადამიანი მოიწამლა.

მოწამვლასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადების, შემოტანის ან რეალიზაციის მუხლით (სსსკ-ის 198-ე მუხლი)

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სადახლოში  ადამიანების ჯგუფური მოწამვლის ფაქტზე ინდმეწარმე სამირ კარაჯაევის კუთვნილ რესტორნში არაგეგმური ინსპექტირება განახორციელა. სააგენტოს განცხადებით, შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ბიზნესოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა.

მათივე ცნობით, ჯგუფურ მოწამვლასთან დაკავშირებით  მოკვლევა გრძელდება და სააგენტოს სპეციალისტების მიერ აღებული სხვადასხვა დასახელების სურსათის 13 ნიმუში გაგზავნილია ლაბორატორიული კვლევისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი