მომღერალ ანრი ჯოხაძეს სოციალური ვიდეო-რგოლის გადაღებისთვის, სადაც ის მშობლებს ურჩევს საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვასა და მცირეწლოვანი ბავშვების გაფრთხილებას საკუთარ ავტომობილებში, საგზაო უსაფრთხოების საპატიო ელჩის წოდება მიანიჭეს.
ფონდი “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის” და საერთაშორისო ორგანიზაცია EASST-ის ინიციატივით ევროვიზიის 2012 წლის ქართველი წარმომადგენელი ანრი ჯოხაძე ჩაერთო საგზაო უსაფრთხოების კამპანიაში. ანრის მიენიჭა საპატიო ელჩის წოდება.
მომღერალმა ჯოხაძემ გადაიღო სოციალური ვიდეო-რგოლი, რომელიც მშობლებს ურჩევს საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვასა და მცირეწლოვანი ბავშვების გაფრთხილებას საკუთარ ავტომობილებში. ანრი მოუწოდებს მშობლებს, არ დასვან ბავშვები ავტომობილის წინა სავარძლებზე და გამოიყენონ სპეციალური დამჭერი სავარძლები.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის ევროვიზიის კონკურსის გამარჯვებული აზერბაიჯანელი ნიკი ასევე EASST-ის საპატიო ელჩია და აქტიურად არის ჩართული საგზაო უსაფრთხოების კამპანიებში.