მოძრაობა “პარტიზანული მებაღეობა” თბილისის მერიასთან საპროტესტო აქციას დღეს, 27 აგვისტოს, 17:00 საათზე ხელმოწერების შეგროვებით განაახლებს. როგორ პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძე აცხადებს, აქცია პერფორმანსის სახეს მიიღებს და მას “არტიზანული მებაღეობა” ერქმევა. აქცია მივლენ მხატვრები, რომლებიც გამწვანების თემაზე დახატავენ.
პარტიზანული მებაღეობის წევრები და მათი მხარდამჭერები ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის, ნინო სულხანიშვილისა და მისი მოადგილის, ნუგზარ კახნიაურის გადაყენებას მოითხოვენ. გარემოს დამცველები ასევე მოითხოვენ გამწვანების სამსახურის სტრუქტურის შეცვლას.
სამოქალაქო აქტივისტები თბილისის მერიასთან 17 აგვისტოდან მართავენ საპროტესტო აქციებს, მას შემდეგ, რაც ყაზბეგის 24 ნომერში ხეები გაჩეხეს.