სტუდენტები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინ აქციას მართავენ, ისინი სწავლის გადასახადის დაწევას და სტუდენტებისთვის მოსახერხებელი გადახდის სისტემის შემუშავებას ითხოვენ.
“ჩვენ მოვითხოვთ სწავლის გადასახადის შემცირებას, სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სტატუსის აღდგენას. სახელმწიფომ ერთჯერადად დააფინანსოს სტუდენტები და დააფუძნოს სპეციალური ფონდი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს სტუდენტს, აიღოს შეღავათიანი სესხი, რომელსაც უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ დაფარავს”, – აცხადებს ერთ–ერთი ორგანიზატორი ივანე მეფარიშვილი.
ორგანიზატორების განცხადებით, გარდა იმისა, რომ აყენებენ პრობლემას, ისინი სახელმწიფოს გეგმას სთავაზობენ, თუ როგორ შეიძლება ეს პრობლემა მოგვარდეს.
სტუდენტები განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან, დიმიტრი შაშკინთან შეხვედრასაც ითხოვენ.