ახალი ამბები

მოულოდნელი შემოწმების ფარგლებში რუსეთის ხომალდები შავ და კასპიის ზღვებში გავიდნენ

26 აგვისტო, 2016 • 1184
მოულოდნელი შემოწმების ფარგლებში რუსეთის ხომალდები შავ და კასპიის ზღვებში გავიდნენ

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 15-ზე მეტი, ხოლო კასპიის ფლოტილიის 10-მდე საბრძოლო ხომალდი ზღვაში გავიდა. როგორც BBC-ის რუსული რედაქცია იუწყება, ეს ამბავი საბძროლო მზადყოფნის შემოწმების მასშტაბურ წვრთნას უკავშირდება.

ქვეყნის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების მოულოდნელი პროცესი, BBC-ის ცნობით, რუსეთში გუშინ დაიწყო და 31 აგვისტომდე გაგრძელდება.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგი შოიგუმ ქვეყნის შეიარაღებული ძალების მოულოდნელი წვრთნის რამდენიმე მიზეზი დაასახელა, მათ შორის შეფასება იმისა, თუ რამდენად სწრაფად მოხერხდება სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფა.

იმ სამხედრო ხომალდებს შორის, რომლებიც წვრთნაში იღებენ მონაწილეობას, არის ფრეგატი ‘ადმირალ გრიგორივიჩი, სარაკეტო ხომალდი “მირაჟი” და ა.შ.

ზემოხსენებულ პროცესს უკვე გამოეხმაურნენ ვაშინგტონში, სადაც იმედოვნებენ, რომ არსებული შეთანხმებების ფარგლებში რუსეთი მეზობლებს წვრთნების მასშტაბებისა და შინაარსის შესახებ საჭირო გარანტიებითა თუ მონაცემებით უზრუნველყოფს.

მასალების გადაბეჭდვის წესი