ახალი ამბები

“საპარტნიორო ფონდის” კონტრაქტორი კომპანია TI-ს განცხადებას პასუხობს

25 აგვისტო, 2016 • 1395
“საპარტნიორო ფონდის” კონტრაქტორი კომპანია TI-ს განცხადებას პასუხობს

შპს “რუსთველი ფროფერთი” არასმთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ Hyatt Regency Tbilisi-ის პროექტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. მათი განცხადებით, მოკვლევის პროცესში მათ ორგანიზაციას კომპანიის მეპატრონესთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია მიაწოდეს, თუმცა TI-ში დღეს, 25 აგვისტოს, გაკეთდა განცხადება, რომ კომპანია ოფშორულ ზონაშია დარეგისტირებული და მეპატრონის ვინაობის დაზუსტება არაა შესაძლებელი.

“მიუხედავათ იმისა, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” წარმომადგენლებს ჰქონდად კომუნიკაცია კომპანიის ხელმძღვანელობასთან და მიიღეს ამომწურავი განმარტებები მათ მიერ დასმულ კითხვებზე, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ ქართულ და უცხოურ პრესაში აღნიშნული იქნა, თუ ვინ არის პროექტის მფლობელი და ინვესტორი, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” საჯაროდ გააკეთეს კომპანიისათვის და პროექტისათვის დამაზიანებელი განცხადებები, თითქოსდა არსებობს გაურკვეველი კითხვები,” – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანია განმარტავს, რომ Hyatt Regency Tbilisi-ს პროექტის მფლობელი და ინვესტორი არის ქართველი ბიზნესმენი რომან ფიფია. პროექტის განმახორციელებელი არის საქართველოში რეგისტრირებული შპს “რუსთველი ფროფერთი” და ის არის კვიპროსში რეგისტრირებული კომპანიის Merrydow Development Holdings LTD მიერ დაფუძნებული, რომლის დამფუძნებელი და მფლობელი რომან ფიფიაა.

კომპანიაში აცადებენ, რომ  მზად არიან, პროექტთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს უპასუხონ.

დღეს “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” გამართა კვლევის პრეზენტაცია, სადაც განაცხადა, რომ “საპარტნიორო ფონდის” მიმდინარე პროექტების უმრავლესობა აკმაყოფილებს გამჭვირვალობის კრიტერიუმებს, გარდა ბოლო სამი პროექტისა. მათ შორის არის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Hyatt Regency Tbilisi.

მასალების გადაბეჭდვის წესი