ახალი ამბები

“დემოკრატიული მოძრაობა” ევროკავშირს და საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს

19 აპრილი, 2012 •
“დემოკრატიული მოძრაობა” ევროკავშირს და საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს

დღეს “დემოკრატიული მოძრაობის” წევრებმა სპეციალური ბრიფინგი გამართეს, რომელზეც ყურადღება შეწყალების კომისიის მუშაობაზე გამახვილდა.

“დემოკრატიული მოძრაობის” წევრების განცხადებით, შეწყალების კომისია ხშირ შემთხვევაში გასაიდუმლოებულად, საზოგადოებისთვის დახურულად მუშაობს.

“დღემდე უცნობია, თუ რა კრიტერიუმებით ხდება შესაწყალებელი პატიმრების სიის შედგენა, ასევე გასაიდუმლოებულია შეწყალებულთა ვინაობა. არსებობს დასაბუთებული ეჭვები იმის შესახებ, რომ ამგვარი შეწყალებებით ათავისუფლებენ ხელისუფლებასთან გარიგებულ ე.წ. „კრიმინალურ ავტორიტეტებს“, რათა მათი დახმარებით მოახდინონ მოსახლეობის ნაწილის დაშინება და მათი მართვა წინასაარჩევნო  პერიოდში”, – ნათქვამია მათ სპეციალურ განცხადებაში.

მოძრაობა მიესალმება შეწყალების ნებისმიერ ფაქტს, მათ შორის აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 200–მდე პატიმრის შეწყალებას.

„დემოკრატიული მოძრაობა“ საერთაშორისო თანამეგობრობას და ევროკავშირს მიმართავს, შეისწავლონ საქართველოში პოლიტპატიმართა კონკრეტული საქმეები.

მასალების გადაბეჭდვის წესი