ახალი ამბები

ხიდაშელი აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრებს მართავს

18 აპრილი, 2012 •
ხიდაშელი აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრებს მართავს

რესპუბლიკური პარტიის და კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინათინ ხიდაშელმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ტომას მელიასთან გამართა. შეხვედრაზე საუბარი წინასაარჩევნო გარემოსა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს შეეხო.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას  “რესპუბლიკური პარტიის” პრესსამსახური ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრის დროს ძირითადად საუბარი მედიის პრობლემებსა და კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტების წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს ეხებოდა.

„მათი კითხვები კონკრეტულად იმ პრობლემებს შეეხო, რომელიც მათ მისცემს შესაძლებლობას, სწრაფად გაერკვნენ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობაში, თუ რა კონკურენტული და სამართლიანი პროცესი მიდის მედიის, სარეკლამო ბაზრის ხელმისაწვდომობისა და აქტივისტების მიერ საარჩევნო კამპანიის თავისუფლად ჩატარების მონიტორინგის მიმართულებით. ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია ყველა იმ რეკომენდაციის შესახებ, რომელსაც ამერიკული მხარე უწევს საქართველოს ხელისუფლებას,  საქართველო –ამერიკის ქარტიის ფარგლებში, დემოკრატიული პროცესების განვითარებისა და სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების მისაღწევად”, – განაცხადა ხიდაშელმა.  

თინათინ ხიდაშელი აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის ყოველწლიური ანგარიშის მომზადების სამსახურის წარმომადენლებს შეხვდა.

მისი განცხადებით, შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში განსაკუთებით მნიშვენლოვანია სახელმწიფო მდივნის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის წინ, “ვინაიდან იქმნება შესაძლებლობა, ქალბატონ კლინტონს დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებისთვის.”

ამავე თემაზე:

აშშ-საქართველოს დემოკრატიის ჯგუფის მე–5 შეხვედრა

რაზე ისაუბრეს ოპოზიციის ლიდერებმა ვაშინგტონთან ვიდეოკონფერენციაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი