ახალი ამბები

კვირიკაშვილის დაპირება: აუცილებლად უნდა აღვადგინოთ გაზაფხულის არდადეგები [ვიდეო]

25 აგვისტო, 2016 • 1203
კვირიკაშვილის დაპირება: აუცილებლად უნდა აღვადგინოთ გაზაფხულის არდადეგები [ვიდეო]

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სვანეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აუცილებლად უნდა აღადგინონ გაზაფხულის არდადეგები.

“ჩვენ გვაქვს გეგმა, როგორ განვავითაროთ სპორტის სკოლები ზამთრის სპორტის სახეობებისთვის. ჩვენ აუცილებლად უნდა აღვადგინოთ ტრადიციული გაზაფხულის არდადეგები იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს აქ ამოსვლა, სვანეთში, და დასვენება. და იმისათვის, რომ გავზარდოთ ჯანმრთელი მომავალი თაობა”, – განაცხადა გიორგი კვკრიკაშვილმა.

აღნიშნული განცხადება პრემიერმინისტრმა დღეს, 25 აგვისტოს მესტიის მოსახლეობასთან  შეხვედრისას განაცხადა. პრემიერმა მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა და თეთნულდისა და ზამთრის სპორტის სკოლების განვითარებასა და გზების დაგებაზე ისაუბრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი