ახალი ამბები

მიწისძვრა იტალიაში – ნგრევა და მსხვერპლი რამდენიმე ქალაქში [ფოტო/ვიდეო]

24 აგვისტო, 2016 • 2168
მიწისძვრა იტალიაში – ნგრევა და მსხვერპლი რამდენიმე ქალაქში [ფოტო/ვიდეო]

24 აგვისტოს, გამთენიისას 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა ცენტრალურ იტალიაში, რასაც ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა.

CNN-ის ინფორმაციით, ამ დროისათვის დაღუპულთა რიცხვმა 21-ს მიაღწია. ამას გარდა, მოქალაქეები ნანგრევებში არიან მოყოლილები. მიწისძვრა ქალაქ პერუჯადან 76 კილომეტრის დაშორებით მოხდა. ქალაქ ამატრიჩეს მერის განცხადებით, მოსახლეობა ნანაგრევების ქვეშ არის მოყოლილი და ქალაქი “უკვე აღარ არსებობს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი