ახალი ამბები

აშშ–მა წვრთნებისთვის საქართველოს 28 ჯავშანმანქანა გადასცა

11 აპრილი, 2012 •
აშშ–მა  წვრთნებისთვის საქართველოს 28 ჯავშანმანქანა გადასცა

აშშ–ის თავდაცვის დეპარტამენტმა წვრთნებისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 28  ქვეითთა გადამყვანი ჯავშანმანქანა გადასცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აშშ–ის საელჩო ავრცელებს.

10–12 აპრილს მათი გადატანა ფოთიდან კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში საქართველოს რკინიგზის საშუალებით მოხდება.

ჯავშანმანქანები შექმნილია ჯავშანსაწინააღმდეგო ნაღმებისგან ქვეითთა დასაცავად და ისინი ქართველი ჯარისკაცების მოსამზადებლად არის განკუთვნილი. ამერიკელები ქართველ სამხედროებს ავღანეთის უსაფრთხოების მხარდაჭერის ოპერაციისთვის გაწვრთნიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი