10–12 აპრილს მათი გადატანა ფოთიდან კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში საქართველოს რკინიგზის საშუალებით მოხდება.
ჯავშანმანქანები შექმნილია ჯავშანსაწინააღმდეგო ნაღმებისგან ქვეითთა დასაცავად და ისინი ქართველი ჯარისკაცების მოსამზადებლად არის განკუთვნილი. ამერიკელები ქართველ სამხედროებს ავღანეთის უსაფრთხოების მხარდაჭერის ოპერაციისთვის გაწვრთნიან.
