ახალი ამბები

“ოცნებამ” ადიგენში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

22 აგვისტო, 2016 • 1396
“ოცნებამ” ადიგენში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარტია “ქართული ოცნების” ლიდერმა გიორგი კვირიკაშვილმა ადიგენის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – გიორგი კოპაძე წარუდგინა. მოგვიანებით, პარტიის თავმჯდომარემ ადგილობრივებს ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ენზელ მკოიანი გააცნო.

გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას ასევე ვრცლად ისაუბრა განვლილ 4 წელსა და სამომავლო გეგმებზე. პრემიერმა ეთნიკურ მრავალფეროვნებაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ქვეყნის ერთ–ერთ სიმდიდრეს სწორედ მისი მრავალეროვნება წარმოადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი