ახალი ამბები

შსს: კახეთში სწრაფი გადახდის აპარატები გაქურდეს

22 აგვისტო, 2016 • 1665
შსს: კახეთში სწრაფი გადახდის აპარატები გაქურდეს

შსს-ს განცხადებით კახეთში სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გაქურდვის ბრალდებით 23 წლის ა.მ., 23 წლის ო.ს. და 36 წლის კ.ხ. დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებმა აგვისტოში თელავისა და გურჯაანის რაიონებში სწრაფი ჩარიცხვის რამდენიმე აპარატი წინასწარი შეთანხმებით დააზიანეს და გაქურდეს.

“სამივე ბრალდებული ვაზიანი-თელავი-გომბორის საავტომობილო გზაზე დააკავეს. ავტომანქანის ჩხრეკისას მოპარული 1 154 ლარი და დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღეს,”- აცხადებს შსს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობაზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

მასალების გადაბეჭდვის წესი